“25.000 ლარით დამაჯარიმებენ, ჩემი სახლი რომ გავარემონტო” – ალექსანდრე თავართქილაძე შარში გაეხვია

"25.000 ლარით დამაჯარიმებენ, ჩემი სახლი რომ გავარემონტო" - ალექსანდრე თავართქილაძე შარში გაეხვიაექი­მი ონ­კო­ლო­გი და გე­ნე­ტი­კო­სი ალექ­სან­დრე თა­ვარ­თქი­ლა­ძე “ფე­ი­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლე­საც გთა­ვა­ზობთ:

“არ გა­მოდ­გეს, ყვა­ვი ქო­რად, არც უგ­ვა­რო გვა­რის სწო­რად”

ყვე­ლა ჩემს მე­გო­ბარს და ახ­ლო­ბელს მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ არა­სო­დეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ და­მი­წუ­წუ­ნია არა­ფერ­ზე, არც ვინ­მეს მი­მართ აგ­რე­სია გა­მო­მი­ხა­ტავს, თუმ­ცა დღეს რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და, ერ­თგვა­რად მა­გო­ნებს ოს­კარ უა­ილ­დი­სე­ულ შე­გო­ნე­ბით სავ­სე და ამავდრო­უ­ლად სა­ტი­რუ­ლი ჟან­რის მო­თხრო­ბას. მინ­და, რომ ვი­საც დრო გექ­ნე­ბათ არ და­ი­ზა­როთ და ბო­ლომ­დე წა­ი­კი­თხოთ.

მაშ ასე, ავი­ღე შვე­ბუ­ლე­ბა 10 დღით და წა­ვე­დი გუ­რი­ა­ში, წა­ვი­ღე უამ­რა­ვი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მუდ­მი­ვად სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ტაქ­ტზე ვარ პა­ცი­ენ­ტებ­თან. გუ­რი­ა­ში არის ასე­თი მთის კუ­რორ­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით, გო­მის მთა, სა­დაც გვაქვს მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი ძვე­ლი ქოხი, იქ არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნე­ბა, ჰავა, მცე­ნა­რე­ე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი, ანუ პირ­ველ­ყო­ფი­ლი სიმ­შვი­დე რაც სა­ო­ცა­რი ენერ­გი­ით მავ­სებს (სულ 2-3 დღე) ვა­ხერ­ხებ წე­ლი­წად­ში იქ ყოფ­ნას. აღ­მოჩ­ნდა, რომ. შარ­შან თოვლმა ქოხი საგ­რძნობ­ლად და­ა­ზი­ა­ნა და გა­დავ­წყვი­ტეთ მისი შე­კე­თე­ბა, სა­ძირ­კვლის გა­მაგ­რე­ბა და კედ­ლე­ბის ფორ­მა­ში მოყ­ვა­ნა. ვი­ყი­დეთ სამ­შე­ბებ­ლო მა­სა­ლე­ბი დავ­ტვირ­თეთ მან­ქა­ნა და აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე მშე­ნებ­ლო­ბე­ბი გო­მის მთა­ზე აკ­რძა­ლუ­ლია, მა­შინ მე ვი­კი­თხე სა­კუ­თა­რი მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლის შე­კე­თე­ბა, რომ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის სრულ­ყო­ფი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც გვაქვს, რა­ზეც ასე­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ვი­ღეთ, ამ ეტაპ­ზე არ შე­იძ­ლე­ბაო.

მოკ­ლედ ავე­დით გო­მის მთა­ზე მა­სა­ლე­ბის გა­რე­შე და ჩვენს თვალ­წინ გა­და­ი­შა­ლა მშე­ნებ­ლო­ბა­თა (თან ახა­ლი სახ­ლე­ბის) მას­შტა­ბუ­რი პე­ი­ზა­ჟი. მო­ვი­კი­თხე თუ რო­გორ მი­ი­ღეს ამათ­მა ნე­ბარ­თვა და პა­სუ­ხად მი­ვი­ღე ასე­თი რამ, გა­მო­კი­თხულ­თა 100% ისა­გან:

მოკ­ლედ, ღა­მის 4 სა­ათ­ზე უნდა გა­იყ­ვა­ნო მან­ქა­ნა სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბით, “გამ­შვებ პუქტზე” (წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბით) ოზურ­გე­თის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელს “ლე­ვად” უნდა გა­და­ი­ხა­დო 500 ლარი და ის გიშ­ვებს სა­კუ­თარ სახ­ლში, რომ მინი რე­მონ­ტი ის რომ სახ­ლი არ და­გეგნგრეს ჩა­ა­ტა­რო. ნუ … კო­მენ­ტა­რი თქვენ­თვის მო­მინ­დია… წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­ჯა­რიმ­დე­ბი რა­ღაც გა­უ­გო­ნა­რი კა­ნო­ნით 1000- დან 25000 -ლა­რამ­დე. მოკ­ლედ, ქრთა­მის მი­ცე­მას ვარ­ჩიე ჯა­რი­მის გა­დახ­და და გა­ვუ­დე­ქით გზას. ეგ­რე­თწო­დე­ბულ “პოსტზე” გო­მისმთის ასას­ვლელ­თან გაგ­ვა­ჩე­რეს ვერ გა­გა­ტა­რებ­თო, კა­ნო­ნი გიკ­რძა­ლავთ “სა­კუ­თა­რი სახ­ლის შე­კე­თე­ბა­სო” , ბევ­რი დის­კუ­სი­ის შემ­დეგ ცი­ვი­ლუ­რად გა­მო­ვი­ძა­ხე პო­ლი­ცია, რო­მელ­საც ვუხ­დი დიდ მად­ლო­ბას სრუ­ლად ეკი­პაჟს და მთლი­ა­ნად ოზურ­გე­თის პო­ლი­ცი­ის მმარ­თველ გუნდს არ­ნა­ხუ­ლი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის­თვის და პო­ლი­ცი­ის ნე­ბარ­თვით გაგ­ვა­ტა­რეს, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თის სა­ვალ გზა­ზე უკან წა­მოგ­ვე­წია ცო­ფი­ა­ნი სინ­დი­ო­ფა­ლა­სა­ვით მოს­რი­ა­ლე მან­ქა­ნა, გვიბ­რძა­ნეს გა­ჩე­რე­ბა და უკან მობ­რუ­ნე­ბა (გა­მახ­სენ­და სი­უ­ჟე­ტი ფილ­მი­დან “პა­ლი­ას­ტო­მის ტბა” კა­ცი­ას სი­ტყვე­ბი – “არც ერთი ტივი ფო­თი­სა­კენ!!!” და შემ­დეგ ტი­ვე­ბის და­ჩეხ­ვა ნა­ჯა­ხით და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შემ­დგო­მი გაგ­რძე­ლე­ბა ფილ­მის), ვი­კი­თხეთ ამ “მცო­ცა­ვი” ჯგუ­ფის წარ­მო­მავ­ლო­ბა (თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნიც იყო იქ, რო­გორც ჟან-ჟაკ რუსო იტყო­და – “მტა­ცებ­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ადა­მი­ა­ნი-მსხვერ­პლი”) და “მე­თა­ურ­მა მი­თხრა”, რომ ის იყო ოზურ­გე­თის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და მოქ­მე­დებ­და ოზურ­გე­თის “მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის” (გუ­რუ­ლად რომ ვთქვა, ტერ­მი­ნებ­ში “ოქ­რო­სა­ვით” ერ­კვე­ო­და) და­ვა­ლე­ბით (ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ).

შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ტა­ნეთ მა­სა­ლა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას და და­ვა­სა­წყო­ბეთ, რის გა­მოც გა­მო­მე­წე­რა ჯა­რი­მა 1000-დან 2000 ლა­რამ­დე (ზუსტ ციფრს სა­სა­მარ­თლო გაც­ნო­ბებ­თო), ხოლო ხვალ რომ სახ­ლის რეს­ტავ­რა­ცი­ას და­ვი­წყებ (წი­ნას­წარ ვა­ა­ნონ­სებ), თურ­მე 25000 ლა­რით და­მა­ჯა­რი­მე­ბენ (ასე რომ თქვე­ნი იმე­დი მაქვს , სახ­ლი უნდა შე­ვა­კე­თო თო­რემ თოვ­ლი და­ან­გრევს). სა­უბ­რი­სას გა­ირ­კვა, რომ:

1. პირ­ვე­ლი და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ვარ გო­მისმთის ის­ტო­რი­ა­ში

2. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მოხ­დე­ბო­და თუ “მო­ვი­ლა­პა­რა­კებ­თო”, მაგ­რამ მე ეს გზა ვარ­ჩიე

3. სამ­წუ­ხა­როდ “მწვა­ვე ჰი­პო­თა­ლა­მუ­რი უკ­მა­რი­სო­ბით” შე­პყრო­ბილ “ყოვ­ლის­მცოდ­ნე” ბი­ძი­ას რომ ვუ­თხა­რი, ეს სახ­ლე­ბი რო­გორ შენ­დე­ბა ირ­გვლივ ჯა­რი­მე­ბის გა­რე­შე-მეთ­ქი (მათ შო­რის ერ­თის სა­ძირ­კვე­ლი ვი­ღა­ცას ჩემს ეზო­ში ჩა­უს­ხამს) მი­თხრეს, რომ ყვე­ლას და­ვა­ჯა­რი­მებ­თო ახლა პირ­ვე­ლი თქვენ “გა­მო­გი­ჭი­რე­თო”. კარ­გით, ჩი­ნოვ­ნი­კო ბი­ძი­ე­ბო, მა­ნამ არა­ფე­რი გეტ­კი­ნოთ სა­ნამ მე ჯა­რი­მებს გა­და­ვიხ­დი, მე მჯე­რა ჩვე­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის თუ არა იცის ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა სტრას­ბურ­გიც ნაც­ნო­ბი მხა­რეა ჩემ­თვის, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რო­გორც დიდი სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე ამ­ბობს ფილმში “შეხ­ვედ­რა წარ­სულ­თან” – “დიდ­გუ­ლა ქორი, ქან­და­რა­ზე ჩა­მე­იხ­რჩვაო” , ასე რომ მე მუ­დამ ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში მყოფ ადა­მი­ანს ნუ მე­დიდ­გუ­ლე­ბით…

მე ალე­კო თა­ვარ­თქი­ლა­ძე 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ხალ­ხის და ახალ­გაზ­რდა ექი­მე­ბის აღ­ზრდის სამ­სა­ხურ­ში ვარ, მე 2009 წლი­დან წარ­მო­ვად­გენ სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ცი­ნის მიღ­წე­ვებს მოხ­სე­ნე­ბე­ბის სა­ხით მსოფ­ლი­ოს 47 ქვე­ყა­ნა­ში, მე 2012 წლი­დან ვმო­ნა­წი­ლე­ობ ჯან­დაც­ვის კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში და კი­დევ აღარ ჩა­მოვ­თვლი თა­ვის ქე­ბა­ში ჩა­მო­ერ­თმე­ვა და­ნარ­ჩენ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისა­უბ­რებს…

აქვე მინ­და ნი­ზა­მი გა­ჯე­ლის ერთი ლექ­სით და­ვას­რუ­ლო:

“კარ­გი რა­მეა ცხოვ­რე­ბა,რომ არ გა­ხა­დო სა­ზა­რი,არ გა­ა­ხუ­რო არას­დროს ღორ­მუ­ცე­ლო­ბის ბა­ზა­რი.კაცს ალ­ხენს შრო­მა ნამ­დვი­ლი, განა ად­ვი­ლი ფა­ცუ­რი.არ და­გა­ვი­წყდეს კაცი ხარ, საქ­მე იცო­დე კა­ცუ­რი!იმას გა­ირ­კვა ცხოვ­რე­ბა, თავს ბედი იმან აღირ­სა,ვი­ნაც სი­ხარ­ბის ბე­და­ურს არ ანე­ბებ­და აღ­ვირ­სა.ისე იცხოვ­რე ამ ქვეყ­ნად, ჩემი რჩე­ვაა გზი­ა­ნი,შენ გა­ი­ხა­რო, მაგ­რამ სხვას, არ მი­ა­ყე­ნო ზი­ა­ნი!

P.S. რას ვი­ზამ მე ერთი უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი, ეს ჭავ­ჭა­ვა­ძის, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის და ბევ­რი სხვა მსგავს გე­ნი­ოს­თა ქვე­ყა­ნაა…მა­პა­ტი­ეთ, რომ თავს მო­გახ­ვი­ეთ მაგ­რამ გული ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა … მხო­ლოდ უსა­მარ­თლო­ბა­ზე …”

ამბები