314 ახალი შემთხვევა, 270 განკურნებული – კოვიდ 19-ის ახალი სტატისტიკა

314 ახალი შემთხვევა, 270 განკურნებული - კოვიდ 19-ის ახალი სტატისტიკასაქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5.866-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 2.324 -ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5.637 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800 -ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.