ბათუმში ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდაბათუმში ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბათუმში ავტობუსის მძღოლს, რომელიც #7 ხაზზე მუშაობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, კონტაქტში მყოფი პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

“გამოვლინდა ახალი შემთხვევა ბათუმში. კერძოდ, საუბარია, N7 ე.წ. ყვითელ სამარშუტო ტაქსზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური – ბათუმის მიმართულებით და მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვისაც შეხება ჰქონდა ამ სამარშუტო ტაქსთან მიმართოს იმ კონკრეტულ წერტილებს, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს ბათუმში, მათ შორის ბულვარში და ლაბორატორიებში, სადაც ისინი უფასოდ შეძლებენ ტესტირების გავლას და ჩაიტარონ თვითმონიტორინგი და ასევე პროაქტიულად მოახდინონ მიმართვა შესაბამის ტესტირებებზე“,- აღნიშნა რიჟვაძემ.