აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოებისთვის 506.250 დოლარს გამოყოფს

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოებისთვის 506.250 დოლარს გამოყოფსაშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაცო სამუშაოებისთვის 506 250 დოლარს გამოყოფს. საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები, ამიერიდან გავრცელდება შენობის მთლიან გარეთა ფასადზე, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს და გუმბათის რვავე მხარეს, კედლის ზედაპირის დაახლოებით 1 200 კვადრატული მეტრის ფართობს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპი AFCP პროგრამის ფარგლებში 100 000 აშშ დოლარით დაფინანსდა. ახალი გრანტი კი ითვალისწინებს დამატებით 506 250 აშშ დოლარის გამოყოფას, რაც განკუთვნილია სასიცოცხლო მნიშვნელობის საკონსერვაციო სამუშაოებისთვის, რომელსაც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი შეასრულებს.

“ელჩი კელი დეგნანი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილთან, მის ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლით დავითთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესთან, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ ბელაშვილთან და სხვა გამორჩეულ სტუმრებთან ერთად, დაესწრო გახსნით ცერემონიას და პრეზენტაციას ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, რომლის საშუალებითაც ეს გასაოცარი ძეგლი მომავალ თაობებს შეუნარჩუნდებათ,” – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.