ბათუმში 61 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით

ბათუმში 61 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსითდღეს, 30 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 61 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით.

„ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 30 სექტემბერს, ღამით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. დიაგნოზით – კოვიდ 19, ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა, გულის უკმარისობა, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს უკვე საქართველოში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების 38-ე შემთხვევაა.