ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმეთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმეთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდაბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმეთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი ზურაბ პაპავა აცხადებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

პაპავას ცნობითვე, დღეს ერთი ფეხმძიმე ქალბატონის საკეისრო კვეთა იგეგმება.

„ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში 24 ფეხმძიმე გვყავს. ასევე, დამატებით მიმდინარეობს 25 ფეხმძიმეს ტრანსპორტირება. დღეს ერთ ფეხმძიმეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდება. რაც შეეხება ახალშობილს, რომლის ნიმუში უკვე აიღეს, პასუხები ჯერ არ არის ცნობილი“, – განაცხადა პაპავამ.

ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.