ჩაქვის ჩაკეტილი სასტუმრო “ოაზისი” კალაძის სიდედრის გამოსაყვანად 15 წუთით გახსნეს

ჩაქვის ჩაკეტილი სასტუმრო "ოაზისი" კალაძის სიდედრის გამოსაყვანად 15 წუთით გახსნესკორონა ვირუსის შემთხვევის გამო ჩაკეტილი  ჩაქვის სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისი” მხოლოდ 15 წუთით გაიხსნა.

ტერიტორია ექიმთა იმ ჯგუფმა დატოვა, რომელთაც ჩაქვის სასტუმროში კონფერენცია უტარდებოდათ. ამ ექიმთა ჯგუფიდან ერთ-ერთს covid-19  დაუდასტურდა . “მთავარის” ინფორმაციით, ამ ექიმთა ჯგუფში ასევე  იმყოფებოდა კახა კალაძის სიდედრი. სავარაუდოდ, სწორედ მის გამოსაყვანად გაიხსნა სასტუმროს ტერიტორია მცირე დროის განმავლობაში.

ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“  მყოფ პირს  კორონავირუსი დაუდასტურდა.

კორონავირუსის დადასტურებული ფაქტის გამო  “დრიმლენდ ოაზისი” დღეს, 2 სექტემბრის  დილიდან  ჩაიკეტა. 900-მდე სტუმარს ტერიტორიის დატოვება აეკრძალა.

მთავარი