“ჩემს შვილს, ნიკას, დაუდასტურდა კოვიდი, პარიზში…” – ნანა აკობიძის პოსტი

"ჩემს შვილს, ნიკას, დაუდასტურდა კოვიდი, პარიზში..." - ნანა აკობიძის პოსტინანა აკობიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ჩემს შვილს, ნიკას დაუდასტურდა კოვიდი, პარიზში.
„ნანა, არ ინერვიულო და ა.შ.“ – ასეთი ტექსტები ახლა არ გამოგვადგება: სანერვიულო უკვე ვინერვიულეთ და ძალიანაც რომ არ გვინდოდეს, მაინც ვინერვიულებთ მანამდე, სანამ მშვიდობიანად არ ჩაამთავრებს ამ სახადს.
დღეს კოვიდის მეექვსე დღეა და უკეთაა.
გუშინ, ტესტირებიდან მეოთხე დღეს ძლივს რომ მიუვიდა პასუხი (ღმერთო, შენ დალოცე ეს ჩვენი ლუგარი!), მივაწვდინეთ ხმა პაატა იმნაძეს, Paata Imnadze
რომელმაც მაშინვე ჩააყენა საქმის კურსში ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი ნიკასთან ონლაინ საკონტაქტოდ, რომ ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე აქედანაც ოპერატიულად გაუწიონ დახმარება;
უცნობმა (ფბ-მეგობრობით რომ შემოვიფარგლებით) ქართველმა ექიმმა რევაზ ბოჭორიშვილმა, Revaz Botchorishvili
რომელიც საფრანგეთის სხვა ქალაქშია, მიწერისთანავე მიპასუხა, რომ ნიკა მარტო არ იქნება და მუდმივად ეყოლება კონტაქტზე – ასეცაა!
პირველივე სიმპტომებიდან საქართველოს საელჩომ საფრანგეთში, კერძოდ, ჩვენმა დესპანმა გოჩა ჯავახიშვილმა Gotcha Javakhishvili
დაგვამშვიდა, რომ ნიკა ერთი წუთითაც არ იგრძნობს თავს უყურადღებოდ და საელჩო მის გვერდითაა! ასეცაა – ყოველდღიური კონტაქტით და კარებთან მიტანილი ერთი კვირის სამყოფი საკვებით! ბატონო გოჩა , რამდენჯერაც არ უნდა თქვათ, რომ ეს თქვენი მოვალეობაა, როგორ შეიძლება, ოდესმე დაგივიწყოთ, პროდუქტის შერჩევისას როგორ არკვევდით, თუ „რა უყვარს, რა აქვს მონატრებული და რა ესიამოვნება ბავშვს“… ქართული კერძები და ხაჭაპურიც რომ არ გამოგრჩათ…. ნიკასნაირი ემოციების შემკავებელი ტიპისთვისაც კი ეს უკვე ნამეტანი იყო….
თავისმა დამ, მარიმ რაც გააკეთა, ეს არაა სალაპარაკო და შესაქები: ბუნებრივია, ასეც უნდა ექნა (უბრალოდ, როგორც დედას, მაინც მიჩუყდება გული, როცა მახსენდება, როგორ კატეგორიულად გამოაცხადა: არა უშავს, თუ ნიკას აქვს კოვიდი, მეც მქონდესო).
მეგობრებს, ნათესავებს – უღრმესი მადლობა საოცარი სოლიდარობისთვის!
კარგია ქართველობა! მართლა – პათეტიკის გარეშე!
ეს განსაცდელი წავა და ნიკა სიამაყით და სითბოთი გაიხსენებს, ახლობლებთან ერთად, როგორ იზრუნეს სრულიად უცხო ქართველებმა მასზე!”