დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათპარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრს,  ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ინფორმაცია ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლემ ვიკა ბუკიამ “კურიერს” დაუდასტურა.

მისი თქმით, ვირუსზე პირველი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ განმეორებითმა ტესტმა დადებითი აჩვენა.

როგორც ვიკა ბუკია აცხადებს, ტესტირების პასუხები მათთვის დღეს გახდა ცნობილი.