“გადავიღოთ, მამაო, მაი სურათი მე იქეთ გამომადგება და შენ აქეთო…” – დეკანოზი შალვა კეკელია ედუარდ შევარდნაძეს აზიარებს

"გადავიღოთ, მამაო, მაი სურათი მე იქეთ გამომადგება და შენ აქეთო…" - დეკანოზი შალვა კეკელია ედუარდ შევარდნაძეს აზიარებსსოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ფოტო ვრცელდება, სადაც ასახულია ზიარება მისი გარდაცვალებიდან დაახლოები ორი თვით ადრე.

ყოფილ პრეზიდენტს ოთხი წლის განმავლობაში დეკანოზი შალვა კეკელია აზიარებდა.

„პირველად პატრიარქმა მთხოვა მივსულიყავი და მეზიარებინა. მას შემდეგ ხშირად დავდიოდი და ვაზიარებდი, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში.

ერთ-ერთი ზიარების შემდეგ ოჯახის წევრები ფოტოს იღებდნენ და ბატონმა ედუარდმა მითხრა – გადავიღოთ, მამაო, მაი სურათი მე იქეთ გამომადგება და შენ აქეთო…

კარგი იუმორი ჰქონდა ნამდვილად.

შემდეგ ეს ფოტო თვითონ გადმომცა ხელმოწერით“, – ყვება „პრაიმტაიმთან“ დეკანოზი შალვა კეკელია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პრაიმტაიმი