გედი ფოფხაძე – “24 საათი მაშიმშილეს რესპუბლიკურში”

გედი ფოფხაძე - "24 საათი მაშიმშილეს რესპუბლიკურში"დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ეკა კვესიტაძის გადაცემაში რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ისაუბრა.

„24 საათის მანძილზე მშრალი შიმშილობა მომიწია და არავის გახსენებია, რომ ადამიანს შეიძლება საკვები დასჭირდეს. შეიძლება მე უნდა მომეთხოვა, მაგრამ 24 საათი ადამიანს, რომ სადმე ამყოფებ, ალბათ, რაღაც უნდა შესთავაზო”, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ყველა პაციენტი საერთო სველი წერტილით სარგებლობს, გარდა ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად სარდაფია, რადგან ოთახებს ფანჯრები არ აქვს.

შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 12 სექტემბერს დაუდასტურდა.

პრაიმტაიმი