გლდანი ისევ დაიტბორა

გლდანი ისევ დაიტბორაწვიმამ გლდანში პრობლემები შექმნა. ახლადრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩა ფაქტობრივად დატბორილია. ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ საავტომობილო გზაზე, სადაც სანიაღვრე ჭები არ არსებობს,  დიდი რაოდენობით წყალი მოედინება და გადაადგილდების პრობლემას ქმნის.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გლდანში წვიმას ახლადდაგებულმა გზამ ვერ გაუძლო. ხიზანიშვილის ქუჩა 11 ივლისსაც დაიტბორა

ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიამ გასული წლის 1-ელ მაისს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი.