გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს – მისი მდგომარეობა სტაბილურია

გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს - მისი მდგომარეობა სტაბილურიაპარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარეს გოგი წულაიას ოპერაცია გულზე ჩაუტარდა.

როგორც პოლიტიკოსის თანაპარტიელი ვეფხო მიქაუტაძე აცხადებს, გოგი წულაის გულის ოპერაცია ჩაფიძის კლინიკაში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

გოგი წულაია ინფარქტით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური იყო.

რუსთავი 2