ირაკლი ოქრუაშვილი – „დროზე გახსენით სკოლები! მავნებლობა და უაზრობა იყო სწავლის გადადება!“

ირაკლი ოქრუაშვილი - „დროზე გახსენით სკოლები! მავნებლობა და უაზრობა იყო სწავლის გადადება!“„არანაირი ხარისხი და შედეგი დისტანციურ სწავლას არა აქვს“, – აცხადებს

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

„სრული მავნებლობა და უაზრობა იყო სწავლის გადადება. არანაირი ხარისხი და შედეგი დისტანციურ სწავლას არა აქვს.

გარდა ამისა, ორი საათია სამი ბავშვის გაკვეთილების ცხრილში გარკვევას, ყველა გაკვეთილის ზუმის კოდების და საიდენტიფიკაციო ნიშნების ცალკე დახარისხებას ვცდილობ და ვხვდები რამდენი მშობელია იგივე აბსურდულ სიტუაციაში.

ეს იმ დროს, როდესაც ქარელში, ხაშურში, ლაგოდეხში თუ ჩხოროწყუში ჩვეულებრივი სწავლა გრძელდება.

დროზე გახსენით სკოლები!!!“ – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.