ირმა სოხაძე, თინა ბეძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე – ვინ გახდება დღეს საზმაუს დირექტორი

ირმა სოხაძე, თინა ბეძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე - ვინ გახდება დღეს საზმაუს დირექტორივინ დაიკავებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციას დღეს უნდა გახდეს ცნობილი. ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, თუ თინათინ ბერძენიშვილი – გენერალური დირექტორობის კანდიდატების შესარჩევ მეორე ტურში ეს სამი კანდიდატი დარჩა. მათ დღეს ბორდის წევრები ხმას ღია კენჭისყრით მისცემენ.

დირექტორს დასამტკიცებლად კანდიდატებს ბორდის მინიმუმ 6 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.