ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება, რესტორნები 10 საათამდე იმუშავებს

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება, რესტორნები 10 საათამდე იმუშავებსსაკოორდინაციო საბჭომ აჭარაში ახალი შეზღუდვები დააწესა. 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება.

„ხვალ 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში რესტორნები ჩვეულებრივად იმუშავებენ და 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტებიან.