თბილისში, ვაჟა- ფშაველას გამზირზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიაში აცხადებენ, კორონავირუსი დამლაგებელსა და მცხობელს დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, მაღაზიის 22 თანამშრომელი კარანტინის რეჟიმშია გადასული.
მაღაზიის თანამშრომელს პირველად ახალი ტიპის ვირუსი 30 აგვისტოს დაუდგინდა, რის შემდეგაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. დღეს დილით, კი მაღაზიამ მუშაობა განაახლა.

