ლევან რატიანი – “კოვიდ 19 ისე გაქრება, ვაქცინა არ დასჭირდება”

ლევან რატიანი - "კოვიდ 19 ისე გაქრება, ვაქცინა არ დასჭირდება"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საბედნიეროდ, კორონავირუსს ლეტალური გამოსავალი უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე სხვა დაავადებას, ამიტომ ეს გვაფიქრებინებს, რომ დადგება მომენტი, როდესაც ამ ვირუსთან ბრძოლაში მედიკოს-ბიოლოგები გაიმარჯვებენ.
„ეს ვირუსი ისე წავა სამყაროდან, ვაქცინა არ დასჭირდება“ – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „post tv“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ექიმმა განმარტა, ინფიცირებულთა ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირდაპირ კავშირშია დაავადებულთა ზრდასთან.

„ინფიცირებულთა ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირდაპირ კავშირშია დაავადებულთა ზრდასთან. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის მტარებლობა არ ნიშნავს დაავადებულს, მაგრამ თუ ვირუსმა ორგანიზმში გამოიწვია ამა თუ იმ ეტაპზე სხვადასხვა სისტემის ფუნქციების დისფუნქცია, უკვე ჩნდება დაავადება კლინიკური მანიფესტაციები“-განაცხადა ლევან რატიანმა.

პია დაიჯესტი