მამაკაცი, რომელსაც გურიაში კორონავირუსი დაუდგინდა, 350 კაციან ქორწილში იყო

მამაკაცი, რომელსაც გურიაში კორონავირუსი დაუდგინდა, 350 კაციან ქორწილში იყოგურიაში,  შესაძლოა,  კორონავირუსის ახალი, „ქორწილის კლასტერი“ გაჩნდეს.

შუახნის მამაკაცს,  რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანიდან, ე. წ. ჩოხატაურის კლასტერიდანაა,  კორონავირუსი გუშინ, გვიან ღამით დაუფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წინა კვირას, ბათუმში 350 კაციან ქორწილში იმყოფებოდა. ამავე ქორწილის სტუმარი იყო კორონავირუსით დაინფიცირებული 23 წლის ჩოხატაურელი ქალიც.

ამ დროისათვის ინფიცირებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია  გადაყვანილი.

მეუღლე და შვილიშვილი, რომლებიც მამაკაცთან ერთად დაიტესტნენ, მაგრამ ინფექცია არ გამოუვლინდათ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

ეპიდემიოლოგები ამ ეტაპისთვის კონტაქტებს ადგენენ, რომელიც სოფელში დაახლოებით 10-ს შეადგენს.