“მამის ნახვა მინდოდა” – გორის ჰოსპიტლიდან კოვიდპაციენტი გაიქცა

"მამის ნახვა მინდოდა" - გორის ჰოსპიტლიდან კოვიდპაციენტი გაიქცა,,მამის ნახვა მინდოდა” – განუცხადა პაციენტმა პოლიციას, რომელსაც საკუთარ სახლში, სოფელ ქიწნისში მიაკითხეს.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ორი დღის წინ, ღამით გაიქცა.

გაქცევის ფაქტი დაადასტურა რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, სიმონ გულედანმა.

დაინფიცირებული მამაკაცი, რომელიც ჰოსპიტლიდან სახლში მამის სანახავად წავიდა, კორონავირუსის არსებობაში დარწმუნებული არაა. კოვიდინფიცირებული პაციენტი პოლიციამ და ეპიდემიოლოგებმა რამდენიმე საათის შემდეგ ბოქსირებულ განყოფილებაში დააბრუნეს, მამას კი ტესტი აუღეს და კარანტინში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში შესვლა მკაცრად კონტროლდება სამხედრო პირების მიერ, იქიდან გამოსვლა კი ნებისმიერ პირს შეუძლია.

რაც შეეხება ქიწნისის კლასტერს, აქ კორონავირუსი რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა.

ქართლი