“მანანა არჩვაძემ მუშებს ცოტნეს ჩაყრილი ვაზი გააკაფინა და მერე ცეცხლი წაუკიდა”

"მანანა არჩვაძემ მუშებს ცოტნეს ჩაყრილი ვაზი გააკაფინა და მერე ცეცხლი წაუკიდა" “ფე­ის­ბუქ­ში”, ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ კოლ­ხუ­რი კოშ­კის ეზო­ში ჩაყ­რი­ლი ვაზი გა­კა­ფეს და მერე ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. ამ ვან­და­ლუ­რი აქ­ტის ავ­ტო­რად, არც მეტი, არც – ნაკ­ლე­ბი, ცოტ­ნეს დე­დას მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას ასა­ხე­ლე­ბენ. ambebi.ge-ს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­ზო­ბე­ლი უყ­ვე­ბა:

“ცოტ­ნემ კოლ­ხუ­რი კოშ­კის ეზო­ში გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ჩა­ყა­რა ვაზი, გო­რის მწვა­ნე და კა­ხუ­რი მწვა­ნე. ისე ელო­ლი­ა­ვე­ბო­და, სულ თავს დას­ტრი­ა­ლებ­და პა­ტა­რა ვე­ნახს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მან ბოლო წლებ­ში მეღ­ვი­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ეკი­დე­ბო­და ამ საქ­მეს, რა­შიც მისი მე­გო­ბა­რი მეღ­ვი­ნე­ე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

ცოტ­ნე ვაზ­ზე და ღვი­ნო­ზე “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზეც ხში­რად წერ­და და ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებ­და.

რაც ცოტ­ნე დაჭ­რეს და სამ­კურ­ნა­ლოდ ჯერ თურ­ქეთ­ში, შემ­დეგ კი გერ­მა­ნი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს, მე­გობ­რე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და ისი­ნი უვ­ლიდ­ნენ ვაზს და ღვი­ნო­საც. კოშ­კის გა­სა­ღე­ბი მხო­ლოდ გი­ორ­გის, მის ძმას ჰქონ­და და ცოტ­ნეს უნა­ხავ­და.

რაც ამ ქალ­ბა­ტონ­მა ჩა­ი­დი­ნა, ესაა ვან­და­ლიზ­მი, თა­ნა­მედ­რო­ვე შაჰ-აბა­სია. ორი-სამი თვე იბ­რძო­და კოშკში შე­საღ­წე­ვად, სულ აქ წრი­ა­ლებ­და. ადრე მო­ვი­და, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა და ეუბ­ნე­ბო­და, გა­ტე­ხეთ კა­რე­ბი, უნდა შე­ვი­დეო, მათ უთხრეს, არ გვაქვს ამის უფ­ლე­ბაო. უბ­ნე­ლებს ცოტ­ნე ისე უყ­ვართ, თვალ­ში რომ ჩა­უ­ვარ­დეთ, ხელს არ ამო­ის­ვა­მენ, ამი­ტომ მა­ნა­ნა მა­ინც ერი­დე­ბო­და უბანს, ეში­ნო­და წყრო­მის. ივ­ლი­სის ბო­ლოს ვი­ღა­ცე­ე­ბი მო­იყ­ვა­ნა, სა­კე­ტი გა­ა­ტე­ხი­ნა და ასე შე­აღ­წია კოშკში, თან ვი­ღაც მუ­შე­ბი მი­იყ­ვა­ნა. ჯერ იტ­რი­ა­ლა იქ, მერე უცებ ეზო­დან ცე­ცხლი ამო­ვარ­და. კოლ­ხუ­რი კოშ­კი ერთხელ უკვე და­იწ­ვა და ყვე­ლას შეგ­ვე­შინ­და, სა­ხან­ძრო გა­მო­ი­ძა­ხეს, აქ­ვეა, გა­ლის ქუ­ჩა­ზე და 5 წუთ­ში მო­ვი­და. მათ ნა­ხეს, რომ მა­ნა­ნა რა­ღა­ცე­ებს წვავ­და. კოლ­ხუ­რი კოშ­კის ეზო სე­ვას­ტო­პო­ლის ქუ­ჩი­დან ხე­ლის­გუ­ლი­ვით ჩანს და მე­ზობ­ლებ­მა აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში და­ი­ნა­ხეს, რომ ცოტ­ნეს დარ­გუ­ლი ვაზი აღარ არ­სე­ბობ­და.“