მეუფე იაკობი – “ტელევიზიის შეფებს შევხვდები რომელ ტერიტორიაზეც უნდათ და იქიდან გამარჯვებული წამოვალ”

მეუფე იაკობი - "ტელევიზიის შეფებს შევხვდები რომელ ტერიტორიაზეც უნდათ და იქიდან გამარჯვებული წამოვალ"დადგება დრო, ჩემი ერის დაჩაგვრას არავის ვაპატიებ, არც ჩემს ეკლესიაზე მასე შეხებას, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.

“დადგება დრო, ჩემი ერის დაჩაგვრას არავის ვაპატიებ, არც ჩემს ეკლესიაზე მასე შეხებას და ხომ იცით ახლა, ბოლო-ბოლო ვინ დგას მაგათ უკან? ეს გამიჭირდება, სადმე შევხვდე მაგათ? მე რა უნდა მითხრან და როგორი ხასიათით გამოვლენ მერე, ჩანაწერსაც გავაკეთებ, რას ილაპარაკებენ და მერე ნახონ მაგათმა. ასე არ შეიძლება და ჩვენმა მღვდელმთავრებმაც ხმა უნდა ამოიღონ, რა, არ შეიძლება, გამოვდიოდე და მე ვამბობდე სულ რაღაცას, უნდა ამოიღონ ხმა”, – განაცხადა მეუფე იაკობმა ბოდბეში საკვირაო ქადაგებისას.

ეპისკოპოსის თქმით, მზადაა, მედიის ხელმძღვანელებს ნებისმიერ ტერიტორიაზე შეხვდეს.

“კამპანიაა ეკლესიის წინააღმდეგ რამდენი წელია. ვინმე უვარგისი თუ გვყავს ეკლესიაში, ყველას იცავენ და ცოტა ხანში ღმერთის გინებას დაიწყებენ, შორს არ არიან. მაგათ ტელევიზიის შეფებს თუ უნდათ, შევხვდები, სადაც უნდათ, რომელ ტერიტორიაზეც უნდათ და იქიდან გამარჯვებული წამოვალ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.