პრასტიტუტკა, ბებერი კაგებეშნიკი – ყუბანეიშვილმა და ხაინდრავამ ერთმანეთს აგინეს

პრასტიტუტკა, ბებერი კაგებეშნიკი - ყუბანეიშვილმა და ხაინდრავამ ერთმანეთს აგინესრეჟისორ გოგა ხაინდრავას და კოტე  ყუბანეიშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჟერად ხანდრავამ მას „პრასტიტუტკა“ უწოდა:

“არ მომისმენია და არც მაინტერესებს. კოტე ყუბანეიშვილი არის „პრასტიტუტკა“ და „პრასტიტუტკები“ რას მიწოდებენ მე არ მაინტერესებს.

მე წინადადებით მივმართე აფხაზეთის მთავრობას. წარვუდგინე ფილმს „მუჯაჰიდების“ სამოქმედო გეგმა, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობ და თუ დამაფინანსეს შემდეგ ვისაუბრებ ამაზე”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” ხაინდრავამ.

საქმე ეხება ფილმ „მუჯაჰიდებს“, რომელიც შესაძლოა აფხაზეთის მთავრობამ 200.000 ლარად დააფინანსოს.  გოგა ხაინდრავამ თავად განაცხადა, რომ მისი ფილმის დაფინანსების საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მაშინ ის ამბობდა, რომ პროექტზე პასუხისმგებელ პირებს მთავრობიდან უკვე ესაუბრნენ და ფილმის გადასაღებად ფული ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა.

კოტე ყუბანეიშვილმა კი გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში გოგა ხაინდრავა შემდეგნაირად “შეამკო”:

“ხაინდრავას რომელ მთავრობაში არ უშოვია? მე რომ ვიცნობ ხაინდრავას ასე არავინ იცნობს, ძველი, ბებერი “კაგებეშნიკია”, საზიზღარი ადამიანი. რა იცის ჭორვილელმა ივანიშვილმა რა ხდება თბილისში? “იასნია” ხაინდრავა და ნაცვლიშვილი ეუბნება, რომ არის ღმერთი.”

რეზონანსი