ქარიშხალ სალის აშშ-ში 1 ადამიანი შეეწირა, ნახევარი მილიონი კი უშუქოდ დარჩა

ქარიშხალ სალის აშშ-ში 1 ადამიანი შეეწირა, ნახევარი მილიონი კი უშუქოდ დარჩაქარიშხალმა „სალიმ“ აშშ-ში, ალაბამა-ფლორიდის სანაპიროზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, რომელიც აშშ-ის ქარიშხლის ეროვნულმა ცენტრმა „ისტორიულ და კატასტროფულ“ წყალდიდობად შეაფასა.

სტიქიის შედეგად წაქცეულია ხეები, დატობრილია ქუჩები, დაზიანებულია ხიდები, გზები, ავტომობილები.

550.000-მდე მოქალაქე ელექტროენერგიის მიწოდების გარეშეა დარჩენილი. აქედან, 290.000 – ალაბამაში, 253.000 კი- ფლორიდაში.

ალაბამას შტატში ქარიშხალს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შტატის გუბერნატორმა ქეი ივეიმ მოქალაქეებს მოუწოდა, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით კი ელექტოენერგიის გადამცემი ხაზებისა და ხეების სიახლოვეს ყოფნას მოერიდონ.

„სალისგან“ გამოწვეული ფინანსური ზარალი 2-3 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწევს.

იპნ