ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს რეგულარული ფრენების აღდგენა მოსთხოვეს

ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს რეგულარული ფრენების აღდგენა მოსთხოვესქართველმა ემიგრანტებმა გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში აქცია გამართეს. მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული დადგენილებები, დისკრიმინაციული კარანტინი და რეგულარული ფრენების გაუქმება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები მთავრობის რეგულაციებში ცვლილებების შეტანას ითხოვენ, რათა სამუშაო და სტუდენტური ვიზის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნება სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე შეძლონ.

ვინაიდან ჩვენი შემოსავალი არ აღემატება იმ თანხებს, რაც რეალურად ბილეთის ფასია, ჩვენთვის უფრო პრაქტიკული იქნება რეგულარული ფრენების აღდგენა, – აღნიშნავს ემიგრანტი ნინო ნაჭყებია.
ცნობისთვის, ხელისუფლების გადაწეყვეტილებით, უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ მაშინ, როდესაც უცხოელები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდიან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით არის დაწესებული.

მთავარი