“ყველა ტესტი უარყოფითია!” – რუსთავი 2-ის 400-მდე ჟურნალისტს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა

"ყველა ტესტი უარყოფითია!" - რუსთავი 2-ის 400-მდე ჟურნალისტს კოვიდ 19 არ დაუდასტურდატელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 400-მდე ჟურნალისტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს.

“ყველა ტესტი უარყოფითია! ორშაბათს გვიწევს მეორე ტესტირება (უფრო ახლო და პირად კონტაქტში მყოფებს)”, – წერს ნინო შუბლაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებიდან მალევე ყველა კონტაქტი დადგინდა და 400-მდე ტესტირება ჩატარდა.

ცნობისთვის, 9 სექტემბერს, “ტვ პირველის” ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია მისი მეუღლეც, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი – 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

მთავარი