რიჟვაძე – “დღის ბოლოს აჭარაში კოვიდისგან განკურნებული 400 ადამიანი გვეყოლება”

რიჟვაძე - "დღის ბოლოს აჭარაში კოვიდისგან განკურნებული 400 ადამიანი გვეყოლება"აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ახალი პროტოკოლით, დღის ბოლომდე აჭარაში კორონავირუსისგან 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული პაციენტი ეყოლებათ. ამ თემაზე მან კომენტარი აჭარის მთავრობაში ბრიფინგზე გააკეთა.

ვითარება, რა თქმა უნდა, არის რთული, მაგრამ აბსოლუტურად მართვადი და ჩვენი მონაცემებით არც ერთი პაციენტი და არც ერთი ინფიცირებული არ გვყავს ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე. იცით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში ამოქმედდა ახალი პროტოკოლები, როგორც ბინაზე მართვის ნაწილში, ასევე, კოვიდსტატუსთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით, დღეს უკვე დღის ბოლომდე აჭარაში გვეყოლება 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული ადამიანი, რომლებიც როგორც ჰოსპიტალებიდან ისე კოვიდ სასტუმროებიდან გაეწერება ბინაზე, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებთან დაკავშირებით პროტოკოლი იცვლება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ კოვიდტესტირებიდან მე-12 დღეს პაციენტს ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღარ აქვს, ეს ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებულია.

ამასთან, გაბუნიამ თქვა, რომ ახალი სტანდარტების მიხედვით, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის.

მთავარი