რუსთავში ყველა სკოლის დირექტორი მოხსნეს – გამონაკლისი #3 საჯარო სკოლაა

რუსთავში ყველა სკოლის დირექტორი მოხსნეს - გამონაკლისი #3 საჯარო სკოლაარუსთავში არსებული საჯარო სკოლების დირექტორთა უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და თანამდებობიდან გათავისუფლდა. ისინი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე დასარჩენად განათლების სამინისტროსგან პასუხს ელოდებიან.

უფლებამოსილების ვადა ამოეწურა რუსთავში არსებული ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს, გარდა #3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე სკოლის ხელმძღვანელი პირი, მათ შორისაა რუსთავის #8, #1 და #5 საჯარო სკოლები, არჩეული დირექტორები არ არიან და დაწესებულებებს თავდაპირველადაც მოვალეობის შემსრულებლების სტატუსით მართავდნენ.

პროცედურულად, საჯარო სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, მინისტრი აწერს ხელს უფლებამოსილების შეწყვეტის ბრძანებას, რის შემდეგაც სკოლების სამეურვეო საბჭოებს ხელახლა წარედგინებათ დირექტორობის მსურველი კანდიდატები. მოცემულ ეტაპზე, პანდემიის გამო, დირექტორობის უფლების მიღების მსურველთა კონკურსი არ ჩატარებულა და ცნობილიც არაა, როდის იგეგმება კონკურსის ჩატარება.

ინფორუსთავი