საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი აქვს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი აქვსავსტრიული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და გრაცის “შტურმის” ფეხბურთელს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი აქვს.
ავსტრიული გამოცემა sturmnetz.at-ის სტატიის მიხედვით, “შტურმის” ორ ფეხბურთელს ფილიპ ჰუსპეკსა და ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდათ და 28 აგვისტოს “ინსბრუკთან” გამართული სათასო მატჩი ამის გამო გამოტოვეს.

ცნობისთვის, კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შეკრებაზე გამოიძახა, მაგრამ მოგვიანებით იგი სხვა ფეხბურთელით ჩაანაცვლა.

აიპრესი