საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდასაქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1621 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1302-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6144 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292,

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.