საქართველოში კოვიდ 19-ის 265 ახალი შემთხვევაა, 54 განიკურნა

საქართველოში კოვიდ 19-ის 265 ახალი შემთხვევაა, 54 განიკურნასაქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 54-ით გაიზარდა და 1759 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.