საქართველოში კოვიდ 19-ით 218 ადამიანი დაინფიცირდა, განიკურნა 40

საქართველოში კოვიდ 19-ით 218 ადამიანი დაინფიცირდა, განიკურნა 40ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 47.

„დაგვემატა 218 ახალი შემთხვევა და ჯამში გახდა 3913 დადასტურებული შემთხვევა. კვლავ ლიდერობს აჭარა, იქ 137 შემთხვევაა, თბილისში 47 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო-ზემო სვანეთიში-6, იმერეთში-26, გურიაში კი 2 ახალი შემთხვევა გვაქვს.

გამოჯანმთელებულების რაოდენობა კი 40-ით გაიზრდა, ჯამში გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

იპნ