“ქალი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი” – საქართველოში კოვიდ 19-ით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

"ქალი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი" - საქართველოში კოვიდ 19-ით მე-20 პაციენტი გარდაიცვალასაქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე აისახა. შესაბამისად, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-20 შემთხვევაა.

დაავადებათა კონტროლის სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა.

მისივე ინფორმაციით, ქალი ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.

„ეს პაციენტი გადმოყვანილი იყო აფხაზეთიდან. როცა გადმოიყვანეს, უკვე იყო ძალიან მძიმე, საჭიროებდა მართვით სუნთქვას. როგორც ინფორმაცია გვაქვს, კორონავირუსი დადასტურებული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე. რაც შეიძლება გაკეთებულიყო, პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა გაკეთდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს“, – განაცხადა გოჩა გიორგაძემ.