საზმაუს დირექტორობისთვის ბრძოლას 4 კანდიდატი აგრძელებს

საზმაუს დირექტორობისთვის ბრძოლას 4 კანდიდატი აგრძელებსსაზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში, მეორე ტურში 8-დან 4 კანდიდატი გადავიდა. გია ტოგონიძე, გოჩა ტყეშელაშვილი, თამაზ ბიბილური და რევაზ შალიბაშვილი კონკურსს გამოეთიშნენ.

ალექსანდრე ვახტანგოვი – 5 ხმა
თინათინ ბერძენიშვილი – 9 ხმა
ხათუნა ლაგაზიძე – 7 ხმა
ირმა სოხაძე 7 ხმა
სამეურვეო საბჭო სხდომა 24 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ  მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური 18 აგვისტოს , ვასილ მაღლაფერიძის წასვლის შემდეგ გახდა.