“თამარ ბაჩალიაშვილს ნიკა გეჯაძე უყვარდა და ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს…”

"თამარ ბაჩალიაშვილს ნიკა გეჯაძე უყვარდა და ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს..."დეა კაპანაძე კურიერს თამარ ბაჩალიაშვილის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ესა­უბ­რა.

დეა კა­პა­ნა­ძეს პროგ­რა­მის­ტი, რო­მელ­თა­ნაც 5-წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და, ახ­სოვს რო­გორც მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და მშრო­მე­ლი, თუმ­ცა დეპ­რე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნი.

“გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, დეპ­რე­სი­უ­ლიც. ზოგ­ჯერ ცუ­დად, რომ იყო, სა­კუ­თარ თავს უღებ­და ხოლ­მე ვი­დე­ოს. ბევ­რჯე­რაც უთ­ქვამს, რო­დე­საც ცუ­დად ხარ, გა­და­უ­ღე სა­კუ­თარ თავს ვი­დეო და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ უყუ­რე და შენ თვი­თონ დამ­შვიდ­დე­ბი, რა­ღაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი არი­სო”, – აღ­ნიშ­ნავს ინ­ტერ­ვი­უ­ში დეა კა­პა­ნა­ძე.

“კუ­რი­ე­რის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი ასე­თი ვი­დეო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა: 2018 წელს იუთუბის გვერ­დზე თა­მარ­მა ატ­ვირ­თა ვი­დეო, სა­დაც სა­უბ­რობ­და ნიკა გე­ჯა­ძე­ზე (კომ­პა­ნია “ზეგ­ში” თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის უფ­რო­სი), რო­გორც მის ახალ სი­ყვა­რულ­ზე, ეს ვი­დეო ნახა იმ დროს ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბულ­მა და ამით ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და.

“ეს ვი­დეო შემ­თხვე­ვით აიტ­ვირ­თა იუთუბზე. გა­მომ­წე­რად ჰყავ­და მარ­ტო ეს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ამ ბიჭს მი­უ­ვი­და “ნო­თი­ფი­ქე­ი­შე­ნი”, რომ თა­მარ­მა ვი­დეო ატ­ვირ­თა. მერე მი­წე­რა… ეს იყო 2018 წლის პე­რი­ო­დი. თა­ვის უფ­როს­ზე, ნი­კა­ზე სა­უბ­რობ­და ძი­რი­თა­დად. გუ­ლის ტკი­ვილს გა­მო­ხა­ტავ­და, რომ უყ­ვარ­და და ეს ცალ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი იყო”, – ამ­ბობს დეა კა­პა­ნა­ძე.

რო­გორც ინ­ტერ­ვი­უ­ში პროგ­რა­მის­ტის მე­გო­ბა­რი სა­უბ­რობს, პი­რა­დი გრძნო­ბე­ბი და საქ­მე, რო­მელ­საც კომ­პა­ნი­ა­ში აკე­თებ­და, ერ­თმა­ნეთ­თან წი­ნა­აღმ­დე­გო­ბა­ში იყო, რის გა­მოც სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლას ფიქ­რობ­და.

“ეს ვი­დეო ნა­ნა­ხი არ მაქვს, მაგ­რამ ში­ნა­არ­სი ვიცი, რა­საც ამ­ბობ­და, ნი­კას თემა იყო. უყ­ვარ­და და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ამ ყვე­ლა­ფერს, რად­გან იყო მისი ჯგუ­ფის უფ­რო­სი”, – აღ­ნიშ­ნავს დეა კა­პა­ნა­ძე.

მე­გობ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი ხში­რად წერ­და ვი­დე­ო­მი­მარ­თვებს, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათავ­სებ­და. დეა კა­პა­ნა­ძის თქმით, ერთ-ერთი ასე­თი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა მშობ­ლე­ბის სა­ხელ­ზეც არ­სე­ბობს და რო­გორც მის­თვის არის ცნო­ბი­ლი, გა­მო­ძე­ბამ ეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გარ­დაც­ვლი­ლის მშობ­ლებს უკვე აჩ­ვე­ნა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

ამბები