თბილისის ლოკომოტივს ესპანეთის პირველობის ლიდერთან მოუწევს შეხვედრა – გრანადა ცხრილს სათავეში ჩაუდგა

თბილისის ლოკომოტივს ესპანეთის პირველობის ლიდერთან მოუწევს შეხვედრა - გრანადა ცხრილს სათავეში ჩაუდგაევროპა ლიგის გათამაშებაში თბილისის ლოკომოტივის მეტოქემ, გრანადამ, დღეს ლა ლიგის მეორე ტურის მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე ალავესი დაამარცხა – 2:1.

ანგარაში გრანადამ მე-7 წუთზე გახსნა. გოლი რობერტო სოლდადომ გაიტანა – 1:0.

22-ე წუთხე ხოსელუმ ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

გამარჯვების გოლის გატანა მასპინძლებმა 79-ე წუთზე მოახერხეს. გოლი დარვინ მაჩისმა გაიტანა – 2:1.

ამ გამარჯვების შემდეგ გრანადამ 6 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

ამრიგად, 24 სექტემბერს თბილისის ლოკომოტივს ესპანეთის პირველობის ლიდერთან მოუწევს შეხვედრა.