თეატრების და კინოთეატრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო

თეატრების და კინოთეატრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდოთეატრების და კინოთეატრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის გადადების მიზეზი  ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაა.

შეგახსენებთ, კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, თეატრები კი 1-ლი ოქტომბრიდან უნდა გახსნილიყო.