ვარკეთილში ნისანი სატვირთოს შეასკდა – 2 ადამიანი დაიღუპა

ვარკეთილში ნისანი სატვირთოს შეასკდა - 2 ადამიანი დაიღუპაცოტა ხნის წინ, ავტოავარია მოხდა ვარკეთილში,  სუხიშვილის ქუჩაზე. “ნისანის” მარკის  მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურია მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

რუსთავი 2