სანდრო ვახტანგოვი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე… – ვინ გახდება საზმაუს დირექტორი

სანდრო ვახტანგოვი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე... - ვინ გახდება საზმაუს დირექტორისაზოგადოებრივი მაუწყებელი იმ 8 კანდიდატის ვინაობას ავრცელებს, რომლებსაც ვასილ მაღლაფერიძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობა სურს.

ესენი არიან:

ალექსანდრე ვახტანგოვი;
რევაზ შალიბაშვილი;
გია ტოგონიძე;
გოჩა ტყეშელაშვილი;
ირმა სოხაძე;
თინათინ ბერძენიშვილი;
ხათუნა ლაგაზიძე;
თამაზ ბიბილური.
გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ პოსტი დატოვა. გადადგომის მიზეზად კი ის თქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ სურდა, არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით კითხვები დასმულიყო.

არხის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე სამეურვეო საბჭო, ღია კონკურსის წესით, 6 წლით ნიშნავს.