“ვერ ვცნობდი ხალხს და არ ვიცოდი, როგორ მელაპარაკა” – რას იხსენებს ნავალნი

"ვერ ვცნობდი ხალხს და არ ვიცოდი, როგორ მელაპარაკა" - რას იხსენებს ნავალნიალექსეი ნავალნის გამოჯანმრთელების პროცესი რთულად მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ინსტაგრამში დაწერა:

“სულ ცოტა ხნის წინ მე ვერ ვცნობდი ხალხს და ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა მელაპარაკა. ყოველ დილას ჩემთან შემოდიოდა ექიმი და მეუბნებოდი: “ალექსეი, მოვიტანე დაფა და მოდი მოვიფიქროთ, რა სიტყვა დავწეროთ მასზე.” ეს სასოწარკვეთაში მაგდებდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი, რა სურდა ექიმს, არ მესმოდა, საიდან ამეღო სიტყვა, თავის რომელ ნაწილში იქმნება ის. სად ვიპოვო სიტყვა და როგორ გავაკეთო, რომ მან რამე გამოხატოს?
ეს ყველაფერი იყო სრულიად გაუგებარი, თუმცა, როგორ გამომეხატა ჩემი სასოწარკვეთა, ესეც არ ვიცოდი და ამიტომ უბრალოდ ვდუმდი.

ახლა მე ვარ კაცი, რომელსაც კიბეზე ასვლისას უკანკალებს მუხლები, სამაგიეროდ, ის ფიქრობს: “ო, ეს ხომ კიბეა! მასზე ასვლა შეიძლება, მგონი, ლიფტი უნდა მოვძებნო”. ადრე კი უბრალოდ შტერივით ვიდგებოდი.

ასე რომ, კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი, მაგრამ ბერლინის კლინიკა შარიტეს საოცარმა ექიმებმა გადაწყვიტეს მთავარი პრობლემა – “ტექნიკურად ცოცხალი ადამიანისგან” მათ გადამაქციეს პიროვნებად, რომელსაც კვლავ აქვს თანამედროვე საზოგადოების უმაღლესი ფორმის არსებად გახდომის შანსი, იმ ადამიანად, რომელსაც შეუძლია სწრაფად გადაფურცლოს ინსტაგრამი და დაუფიქრებლად ხვდებოდეს, სად დასვას ლაიკები.”