საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1.696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 37.263 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2.906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19.810 -ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3.070 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4.200 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2.324 -ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 285-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

