1.731 ინფიცირებული, 2.197 განკურნებული, 15 გარდაცვლილი – 27 ოქტომბრის კოვიდ სტატისტიკა საქართველოში

1.731 ინფიცირებული, 2.197 განკურნებული, 15 გარდაცვლილი - 27 ოქტომბრის კოვიდ სტატისტიკა საქართველოშიკორბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის   1.731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 33.858-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 2.197-ით გაიზარდა. ეს განკურნებულთა სარეკორდოდ მაღალი დღიური მაჩვენებელია. განკურნებულთა მონაცემი 14.829  გახდა.

კორონავირუსს კიდევ 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 253-ს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში   3.507 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  4.022. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია  2.344 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.