1.824 ინფიცირებული, 1.262 განკურნებული, 23 გარდაცვლილი – 26 ოქტომბრის კოვიდ სტატისტიკა საქართველოში

1.824 ინფიცირებული, 1.262 განკურნებული, 23 გარდაცვლილი - 26 ოქტომბრის კოვიდ სტატისტიკა საქართველოშისაქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1.824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 32.127-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1.262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12.632-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 757 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3.847ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2238-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 238-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.