1.941 ახალი შემთხვევა – თბილისი 1.034, აჭარა 320, იმერეთი 258; გარდაიცვალა 10, განიკურნა 412 – 23 ოქტომბრის კოვიდ სტატისტიკა

1.941 ახალი შემთხვევა - თბილისი 1.034, აჭარა 320, იმერეთი 258; გარდაიცვალა 10, განიკურნა 412 - 23 ოქტომბრის კოვიდ სტატისტიკადღეის მდგომარეობით, გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით.

„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ -19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 26 503-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 412 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს – 10 163-ს. სამწუხაროდ, 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 193 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1034 შემთხვევა, აჭარაში – 320, იმერეთში – 258, ქვემო ქართლში – 107, შიდა ქართლში – 68, გურიაში – 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 49, კახეთში – 37, მცხეთა-მთიანეთში – 36, სამცხე-ჯავახეთში – 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121. 3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 762, აჭარაში – 686. მძიმე პაციენტი არის 427, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი – მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 20. 2 293 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 353 – აჭარაში, ხოლო 728 – თბილისში. 10 257 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 849, აჭარაში-2 183.

სულ 6-23 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 7 916 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისში – 3 758 პირი, აჭარაში – 11 764, იმერეთში – 3 741.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.