1 მგლის მოკვლისთვის 100 ლარი – მოხისში 5 მონადირე დაიქირავეს

1 მგლის მოკვლისთვის 100 ლარი - მოხისში 5 მონადირე დაიქირავესქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში, ცხვრის განადგურების შემდეგ, მონადირეები დაიქირავეს.

5-კაციან ჯგუფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 მგლის მოკვლის უფლება მისცეს. ჯგუფის წევრები არიან: მამუკა გონგლიაშვილი, კობა მარჯანიძე, ვახტანგ თურქაძე, ვაჟა აბესაძე, ანდრია ხუციშვილი.

თითო მგლის მოკვლისთვის მონადირეებს 100 ლარი გადაეცემათ.

ხელშეკრულების მიხედვით, მონადირეებმა მოკლული ცხოველი არ უნდა გაყიდოს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ცოფზე შემოწმების შესახებ, მასალები უნდა მიაწოდონ.

ქართლი