51 წლის კოვიდინფიცირებული გამომძიებლის გარდაცვალების მიზეზი დაასახელეს

51 წლის კოვიდინფიცირებული გამომძიებლის გარდაცვალების მიზეზი დაასახელესაჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი 51 წლის მამაკაცი შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელია. ის მკურანლობის კურსს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა. კლინკური მენეჯერის განცხადებით, პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები და ფილტვის 95 %-იანი დაზიანება.

„პაციენტი კლინიკაში შემოვიდა 29 სექტემბერს. იმ დროს ჯერ კიდევ ცხელების ცენტრი იყო ჩვენთან. ჩაუტარდა პისიარ ტესტირება. შემოსვლისთანავე პაციენტს აღენიშნებოდა ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი. მანამდე, როგორც ვიცი, სამი დღე ტემპერატურა უფიქსირდებოდა.

პაციენტს პირველ რიცხვში დაუდგინდა კორონავირუსი. გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია. თავიდან იყო ორივე ფილტვის 30 პროცენტიანი დაზიანება. ის იმყოფებოდა ინტენსიური თერაპიის პალატაში.

გუშინ საღამოს პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, რაც გამოიხატა სუნთქვის გაძნელებაში. ამის გამო კიდევ ერთხელ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია სისხლძარღვოვანი რეჟიმით და აღმოჩნდა ფილტვის 95 პროცენტიანი დაზიანება. პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ჩატარებული ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, სამწუხაროდ დღეს პაციენტი გარდაიცვალა.

პაციენტს ანამნეზში ჰქონდა აორტოკორონალური შუნტირება, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი” – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ.