ალიევი – “საქართველოდან სომხეთში იარაღი კონტრაბანდული გზით შედის”

ალიევი - "საქართველოდან სომხეთში იარაღი კონტრაბანდული გზით შედის"აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა 16 ოქ­ტომ­ბერს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა თურ­ქუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის А-Haber-ის ჟურ­ნა­ლისტს, რო­მელ­შიც ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მიზ­ნით და­წყე­ბულ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ზე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რობს.

თურ­ქი ჟურ­ნა­ლის­ტის ერთ-ერთი კი­თხვა სომ­ხე­თის­თვის ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­დულ მი­წო­დე­ბას ეხე­ბო­და.

– ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დრო­ი­დან სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვებს მუდ­მი­ვად მი­აქვთ რა­კე­ტე­ბი სომ­ხეთ­ში, კერ­ძოდ, ერევ­ნის აე­რო­პორ­ტში. ანუ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხდე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა. თქვენ ამის თა­ო­ბა­ზე ირა­ნის პრე­ზი­დენტს რო­უ­ჰა­ნი­საც ესა­უბ­რეთ…

– ჩვენ არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს ირა­ნი­დან სომ­ხეთ­ში ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის თა­ო­ბა­ზე. პი­რი­ქით – შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ირან­მა და სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­ან­თი სა­ჰა­ე­რო სივ­რცე და სახ­მე­ლე­თო გზე­ბი და­ხუ­რეს სომ­ხეთ­ში ია­რა­ღის გა­და­სა­ზი­დად. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ კი­დევ ერთხელ ვუხ­დით მად­ლო­ბას ირანს და სა­ქარ­თვე­ლოს. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან ია­რაღს გზავ­ნი­ან კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო, ასე­ვე სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვე­ბით.

ამბები