“არ დავიჯერე, ლამის გამოვთაყვანდი…” – დავით სოკოლოვს კახა კალაძემ ბინა აჩუქა

"არ დავიჯერე, ლამის გამოვთაყვანდი..." - დავით სოკოლოვს კახა კალაძემ ბინა აჩუქაცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და­ვით სო­კო­ლო­ვი ბოლო წლე­ბი მე­უღ­ლეს­თან, დალი ფი­ცხე­ლა­ურ­თან ერ­თად, მო­ხუც­თა ჰოს­პის­ში ცხოვ­რობ­და. ბი­ნის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ბა­ტო­ნი და­ვი­თი, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც, ისევ თავ­შე­სა­ფარ­ში აგ­რძე­ლებ­და ცხოვ­რე­ბას.

სა­კუ­თარ ბი­ნას 1998 წლი­დან ელო­და, რად­გან სახ­ლი 1991 წელს, სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს და­ეწ­ვა. კომ­პენ­სა­ცი­ის ნაც­ვლად ბა­ტონ და­ვითს მთავ­რო­ბა მა­შინ და­პირ­და, რომ 135 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თის ბი­ნას მის­ცემ­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა, და­პი­რე­ბა კი საქ­მედ არ იქცა. უკვე ასაკ­ში შე­სუ­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თავ­შე­სა­ფარ­ში ეცხოვ­რა.

“2006 წელს, გიგი უგუ­ლა­ვას­თან ჩა­ვე­წე­რე მი­ღე­ბა­ზე, მაგ­რამ თა­ვის ხე­ლით ამომ­შა­ლა სი­ი­დან. მერე კი სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მა მი­ღე­ბის დღე. და­ვით ნარ­მა­ნი­ა­საც მრა­ვალ­ჯერ მივ­მარ­თე, 5-ჯერ მა­ინც შევ­ხვდი… მას­თან გაგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებ­ზე პა­სუხს იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან მწერ­დნენ, რომ ჩემი წე­რი­ლი მათ არ ეკუთ­ვნო­დათ….“ – ამ­ბობ­და ბა­ტო­ნი და­ვი­თი ორი წლის წი­ნან­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

15 ოქტომბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ვით სო­კო­ლოვს სა­კუ­თა­რი ბინა აქვს და მის მი­ღე­ბა­ში თბი­ლი­სის მე­რია და მერი კახი კა­ლა­ძე და­ეხ­მარ­ნენ.

და­ვით სო­კო­ლო­ვი:

“ლა­პა­რა­კი ვერ მო­ვას­წა­რი, რომ იმა­ვე დღეს გა­და­წყვი­ტა ჩემი საქ­მე. მე­ო­რე დღეს რომ და­მი­რე­კეს, მობ­რძან­დით, ბინა უნდა გა­ვა­ფორ­მო­თო, არ და­ვი­ჯე­რე, ლა­მის გა­მოვ­თაყ­ვან­დი…

რო­გორ შე­მიძ­ლია კახას მად­ლო­ბა არ ვუ­თხრა. ახლა სა­დაც მე ვზი­ვარ, ეს იმის ნა­ჩუ­ქა­რია, კა­ხის ნა­ჩუ­ქა­რია, ღმერ­თმა კარ­გად ამ­ყო­ფოს…“

ამბები