ბაღდათში სასწრაფოს 45 წლის ექიმი ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბაღდათში სასწრაფოს 45 წლის ექიმი ქალი კორონავირუსით გარდაიცვალაბაღდათში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსი კორონავირუსით გარდაიცვალა. 45 წლის ქალი რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა და თბილისში მკურნალობდა.

გარდაცვლილის ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1 262 პაიციენტი, 23 კი გარდაიცვალა.