საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. რა რესურსი აქვს სახელწიფოს და შესაძლოა, თუ არა რეკომენდაციების დაცვის მიუხედავად, საქართველოში იტალია განმეორდეს.
ამის დღეს ყველას ეშინია.
რა შემთხვევაში შეიძლება, გახდეს აუცილებელი საველე საავადმყოფოების მოწყობა, ამ კითხვით „ფორტუნამ“ ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა.
„ჯერჯერობით ქვეყანა უმკლავდება მომატებულ რაოდენობას. დღეს 578 ახალი შემთხვევა გვაქვს. დინამიკაში უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით საწოლების მობილიზება არ გვიჭირს. 836 ადამიანი გადის მეთვალყურეობას სტაციონარში და კოვიდსასტუმროებში 1100 ადამიანია მოთავსებული. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია მართვადია. ქვეყანას აქვს დიდი რესურსი. თუ საჭირო გახდა, შეიძლება საველე საავადმყოფოების მოწყობა, შესაძლოა, თუ საჭირო გახდა, სპორტის სასახლე გადაკეთდეს საავადმყოფოდ. ეს ბოლო გეგმაა. თუ ჩვენ ერთდროულად დაგვიგროვდება 50 000 ავადმყოფი და ამდენი კოვიდინფიცირებული რომ დაგიგროვდეს, ეს ნიშნავს, რომ 2 კვირის განმავლობაში დღეში უნდა გვყავდეს 3 000 ინფიცირებული. სიტუაციას ტრაგიკულად ჯერჯერობით ვერ აღვიქვამ. შეიძლება მივიდეთ დღეში 3 000 დაინფიცირებულამდე თუ არ გავფრთხილდებით. ახლა ტრაგიზმი ამ ციფრებში არაა. თუმცა, რაც მეტი ადამიანი დაინფიცირდება, სიკვდილიანობა იქნება უფრო მეტი. უკვე თითქოს მივეჩვიეთ, რომ დღეში კორონავირუსით 2 და 3 ადამიანი კვდება“, – ამბობს კოლულბეგოვი „ფორტუნასთან“ საუბარში.

